ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფოქვეში.
არქიტექტურული აღწერა: სოფ. ფოქვეშის მაღალი მთის პლატოზე გაშენებული ყოფილა ციხე, რომელსაც მოსახლეობა “ბიჭიქვაცს” უწოდებს. ამჟამად ძეგლი ძლიერ დანგრეულია. გადარჩენილია ქვით ნაშენი მხოლოდ ერთი კედელი 3 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო.
აგების თარიღი: შუა საუკუნეები.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.