სოფ. ტამიშის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტამიში.

აგების თარიღი: XIX საუკუნე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი აფსიდით დასავლეთ მხარეს. აგებულია ფლეთილი და რიყის ქვით. ამჟამად შენარჩუნებულია აღმოსავლეთი კედლის ნაშთი 3-4 მეტრის სიმაღლეზე.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

+კლასიფიკაცია