სოფ. ოქუმის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოქუმი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ეკლესია.

აგების თარიღი: XI საუკუნის დასაწყისი და  XIX საუკუნე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა:  ოქუმის ხარების ეკლესია აშენებულ იქნა სრულიად საქართველოს- “აფხაზთა და ქართველთა” მეფის ბაგრატ III მეფობის ბოლო წლეებში, მე-11 საუკუნის დასაწყისში „ერისთავთ-ერისთავების ემხების (ემუხვარების)“ მიერ (ივ.გეგიას „ოქუმის ბიბლიოთეკის“ არქივი). მე-18 საუკუნის დასწყისში ოსმალო დამპყრობლების შემოსევის შედეგად იქნა გადამწვარი. ეკლესია დღევანდელი სახით, არსებულ საძირკველზე,  აღდგა  მე-19 საუკუნეში.

2008 წელს, საქართველოს საპარტრიარქოსთან შეთანხმებით, ეკლესიის ნაგებობას ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები-გამაგრდა საძირკველი, ეკლესია გაიწმინდა სარაველებისაგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისაგან, მთლიანად გადაიხურა ალუმინის ფურცლებით,  ჩამოიკიდა ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესატყვისად დამზადებული რკინის კარები, გამოიცვალა ფანჯრები.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ოქუმის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

+კლასიფიკაცია