ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი მიშველი.
აგების თარიღი: გვიანი შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: დარბაზული ტიპის ეკლესია. აგებულია ფლეთილი და რიყის ქვით. ნაგებობა ძლიერ დანგრეულია.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.