ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლათა. აფხაზეთი სვანეთის გზის პირას.
აგების თარიღი: შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: სასახლე აშენებულია ქვით და აგურით. კარები აქვს აღმოსავლეთ და ჩდილოეთ კედლებში. სასახლე შედგება 7 განყოფილებისგან. განყოფილებები ერთმანეთს კარებით უკავშირდება. ყველა განყოფილებას აქვს დიდი ზომის ფანჯარა. მეშვიდე განყოფილება რომელიც ყველაზე უკეთ არის დაცული ნაგებია ქვით და სახურავიც ქვით აქვს. იგი შესაძლოა ყოფილიყო წყალსაცავი. სასახლეს ქვის იატაკი ფქონია, რომელიც ადგილ-ადგილ ახლაც არის შემორჩენილი. გადახურვა ჩამოქცეულია. კედლების სიმაღლე 6 მეტრია ხოლო სისქე 1 მეტრი.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.