ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუფი.
აგების თარიღი: შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. აგებულია ნახევრადდამუშავებული კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დანგრეულია, შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.