დაბა განთიადის (ცანდრიფშის) ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გაგრის მუნიციპალიტეტი, დაბა განთიადი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ტაძარი.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: დარგის სპეციალისტთა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცანდრიფში სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (527-565) აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით.
ცანდრიფშის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
ცანდრიფშის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია