სოფ. აჯამფაზრის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამფაზრა.

აგების თარიღი: შუა საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: ნაგებობა წარმოადგენს მოზრდილ დარბაზულ ეკლესია. აგებულია ნახევრად დამუშავებული დიდი კვადრებით. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ საბრჯენ თაღს. საკურთხევლის აფსიდში არის ორი ნიშა.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია