სოფ. ახუწის ციხე-სიმაგრე

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახუწა.

აგების თარიღი: შუა საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: სოფელ გვადის ახუწაში, პატარა კლდის თავზე გაშენებულია ციხე. ციხე აგებულია ქვით. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩამოუდის ხევი. დანარჩენი მხარე შემოსაზღვრულია გალავნით. გალავანი, ქვედა ნაწილშია, ხოლო ციხე უფრო შემაღლებულზე დგას, ამიტომ ნაგებობა ორიარუსიანის შთაბეჭდილებას ახდენს. ციხის აღმოსავლეთ მხარეს არის პატარა ცილინტრულ ფორმის სადგომი, რომელიც გადახურულია კამარით. სწორკუთხა კარით იგი უერთდება ციხეს.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ნაგებობა ძლიერ დანგრეულია. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია