სოფ. მიუსერის „ამბარას“ ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, მიუსერას კონცხი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ეკლესია, ზღუდე, საერო შენობათა ნანგრევები.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ამბარაში შემონახულია ადრე შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი – ეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და საერო შენობათა ნანგრევები (X ს.). ეკლესია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი. მან ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, იგი ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიან შუა საუკუნეებშია აღდგენილი. ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია.
ამბარას ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია