სოფ. ჭლოუს ჯვარი პატიოსნის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭლოუ.

აგების თარიღი: შუა საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: ამაღლებულ ადგილზე მოთავსებულია დიდი ზომის გალავნის ნანგრევები. გალავანი ნაშენია დიდი ზომის რიყის ქვით, ხსნარზე კედლის სიმაღლე ზოგ ადგილებზე 3 მეტრს აღემატება, კედლების წრიული სიგრძე 500 მეტრია, გალავნის დასავლეთი კედელი გადის მდინარის ფლატეზე. გალავნის შუა ადგილზე არის ნაშთი დარბაზული ტიპის ეკლესიისა ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთ მხარეს. კედლების უმეტესი ნაწილი შერჩენილია, კამარა ჩამონგრეულია. ძეგლი მთლიანად დაფარულია ეკალ-ბარდებით.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

+კლასიფიკაცია